გენერალ ჯორჯ პატონის ცნობილი გამონათქვამები

ჯორჯ სმიტ პატონი ამერიკის სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტული გენერალი იყო. იგი მოღვაწეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მეთაურობდა აშშ-ს მესამე არმიას. ისტორიკოსები მას ხშირად ადარებენ საბჭოთა კავშირის მარშალს გეორგ ჟუკოვს და მის ამერიკელ ანალოგად თვლიან. ასევე პატონი ითვლება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლი ხასიათის სამხედრო მეთაურად - იგი ძირითადად შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა და სახელიც ასეთ კამპანიებში მიღწეული წარმატებებით გაითქვა. მისი გამონათქვამებია:


  • როდესაც ეჭვი გეპარება, შეუტიე! 
  • დღეს შედგენილი კარგი გეგმა, უკეთესია ხვალ მოფიქრებულ უნაკლო გეგმაზე.
  • ამერიკელებს უყვართ ბრძოლა. ყველა ნამდვილ ამერიკელს უყვარს ომის მწველი სურნელი.
  • არსებობს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინა - აბსოლუტური დისციპლინა!
  • ადამიანის წარმატებას მე ვსაზღვრავ არა იმით, თუ რამდენად მაღლა აცოცდა, არამედ იმით, რამდენად ძლიერად დახტა ფსკერზე და რამხელა ნახტომი გააკეთა.
  • არ უთხრათ ადამიანებს როგორ გააკეთონ საქმე. უთხარით რა გააკეთონ და ისინი გაგაოცებენ თავიანთი შედეგებით.
  • ყოველთვის გააკეთე ის, რის გაკეთებასაც შენი ხელქვეითებისგან მოითხოვ.
  • სჯობს იბრძოლო რაღაცისთვის, ვიდრე იცხოვრო არაფრისთვის.
  • დააკვირდით რის მიმართ არიან ადამიანები განსაკუთრებით ცინიკურები და მიხვდებით რა აკლიათ და რაში არიან სუსტები ისინი.
  • არ ღირს ბრძოლაში დაღუპულთა გლოვა, ჯობს ვიამაყოთ იმით, რომ ისინი ჩვენ შორის ცხოვრობდნენ.
  • ჩვენ, არმიის ოფიცრები - არამარტო წარმომადგენლები ვართ საპატიო პროფესიებიდან ყველაზე უძველესი პროფესიისა, არამედ მემკვიდრეები ნახევარღმერთებისა და ანტიკური გმირებისა.
  • უბრალოდ მიბრძანეთ და მე განვდევნი რუსებს ვისლას მიღმა.
  • რუსებთან ურთიერთობების გართულებისას ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ რუსები მიეკუთვნებიან არა ევროპას, არამედ აზიას და აზროვნებენ განსხვავებულად. ჩვენ არ შეგვიძლია გავუგოთ რუსებს, ისევე როგორც ვერ გავუგებთ იაპონელებსა და ჩინელებს. მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ არ მაქვს სურვილი მათ გავუგო, გარდა იმისა, რამდენი ტყვია და ფოლადია საჭირო მათ მოსასპობად, ამოსაწყვეტად. მათი ხასიათის სხვა აზიურ თვისებებთან ერთად, ისინი არ აფასებენ ადამიანის სიცოცხლეს -  ძაღლისშვილები, ბარბაროსები და ქრონიკული ლოთები არიან...

შეადგინა ნიკა ხოფერიამ