ტენოჩტიტლანის ალყა, 1521 წ. 26 მაისი-13 აგვისტო


ტენოჩტიტლანის აღება კოლონიალური ომების პირველი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და საფუძველი ჩაუყარა ცენტრალურ ამერიკაში ესპანელთა გაბატონებას. ესპანელმა თავზეხელაღებულმა თავგადასავალთა მაძიებლებმა და კონკისტადორებმა შეძლეს დაემხოთ კოლუმბის აღმოჩენილი ახალი სამყაროს – ამერიკის – უძლიერესი იმპერია – აცტეკთა სახელმწიფო. ეს ფაქტი მჭიდროდ უკავშირდება ერნან კორტესის სახელს, რომელმაც მექსიკის კოლონიზაციას დაუდო სათავე.